www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას. კომპანია სთავაზობს დასაქმებულებს სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

ვაკანსიის დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების კუთხით
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში

მოვალეობები:

** შესყიდვებისა და საბანკო გადარიცხვების პროგრამაში გატარება
** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და პროგრამაში გატარება
** სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში გატარება
** სხვადასხვა რეპორტების გამზადება

საჭირო უნარები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
** ორგანიზებულობა
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru