www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სამსახურის ექსპერტი
მომწოდებელი: მთის კურორტების განვითარების კომპანია
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის ექსპერტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
მუშაობის განრიგი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 1875 ლარი დარიცხული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის, ეკონომიკური, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სახელმწიფო სტრუქტურაში, შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ძირითადი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა: - "სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონი; - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანება, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" დამტკიცების შესახებ. - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება, "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე".
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა მაღალ დონეზე.

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების და მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

კონკურსი შედგება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - CV-ის შერჩევა, მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gudauri.com და გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რა ვაკანსიაზე აგზავნით რეზიუმეს (CV).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru