www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამულად დარეგისტრირებული მომხმარებლების ბაზის გადამოწმება იდენტიფიკაციის წესების შესაბამისად;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული რეგისტრაცია
** სხვადასხვა ანგარიშების მომზადება (აქციები, პროვაიდერების მოწოდებული შესრულებული სამუშაოების რეესტრები და სხვ.)
** სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება;
** ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკური განხრით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 10 თებერვლის  ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო მომსახურების ოფიცერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru