www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფართების მოძიების მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ფართების მოძიების მენეჯერის თანამდებობაზე ქალაქ ქუთაისში.

ფუნქციები:

** საიჯარო ფართების მოძიება და ბაზრის ანალიზი -  მდებარეობის შესწავლა, მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა, კონკურენტების და მომგებიანობის  ანალიზი;
** მეიჯარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმოება;
** პოტენციურ საიჯარო ფართების ბაზის შექმნა და მუდმივი განვითარება;
** უძრავი ქონების სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** კონკურენტების ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მეიჯარეებთან სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკება და ხელშეკრულებების ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ან ფინანსების სფეროში;
** გაყიდვების მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საცალო სავაჭრო ბიზნესის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ცოდნა უძრავი ქონების შეფასების ძირითადი კრიტერიუმების შესახებ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** რამდენიმე პროექტზე პარალელურ რეჟიმში მუშაობის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მოტივირებული და მიზანდასახული
** კომუნიკაბელური
** ემოციურად გაწონასწორებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ფართების მოძიების მენეჯერი ქუთაისში".

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru