www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა ტურიზმის მენეჯერი 3
მომწოდებელი: მეგა სითი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

ტურისტული კომპანია "მეგა სითი" (სითი ჯგუფის წევრი) აცხადებს ვაკანსიას შიდა ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე. "სითი ჯგუფი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ტერიტორია: თბილისი, შარტავას 35.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შიდა ტურიზმის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე
** სქესი: მდედრობითი.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** გამართული მეტყველება
** სხარტი აზროვნების უნარი
** კარგი კომუნიკაციის და ანალიტიკური აზროვნების უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების (შიდა ტურების) შედგენა ელ. ფოსტისა და "chat"- ის საშუალებით კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა
** კომპანიის ვებ გვერდზე და ფეისბუკზე ტურისტული ინფორმაციის განთავსება/ განახლება
** პოტენციური კლიენტების მოძიება
** კლიენტებისთვის ტურისტული მომსახურების შეთავაზება და მომსახურების უზრუნველყოფა
** მომსახურების/ ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია, მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება
** ტურის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში აეროპორტში სტუმრების დახვედრა/გაცილება
** ინვოისების წარმოება
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "შიდა ტურიზმის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru