www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მასტერ ფუდი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი.
თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ხუთი ასეთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას ქ#14), გლდანი (ქერჩის და ვასაძის კვეთა) ვარკეთილი (ჯავახეთის ქ#2),საბურთალო (ჭაბუკიანის ქ#6ა) და თამარ მეფის გამზ.#13.

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" აცხადებს ბუღალტერის ვაკანსიას.

სამუშაო განაკვეთი სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი.
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში.
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება,კონტროლი და პროგრამაში ასახვა.
** ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი, პროგრამაში ასახვა.
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი,შედარების აქტების მომზადება.
** ბუღალტრული რეპორტების მომზადება,სხვადასხვა სახით.
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ბუღალტრული დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ფინანსური კუთხით.
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა "Fina"-ს ცოდნა.
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება.
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com; გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru