www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების ოფიცერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვევის განაცხადების მიღება;
** სადაზღვევო პოლისების/ხელშეკრულების მომზადება;
** პოლისების და სხვა პროცედურით დადგენილი დოკუმენტაციის პროგრამული რეგისტრაცია;
** პოლისებზე დაფიქსირებული ხარვეზების ოპერატიული რეაგირება;
** ინვოისების მომზადება;
** გამოცხადებულ ტენდერებზე ინფორმაციის მოძიება/ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა და ტენდერში მონაწილეობა;
** სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებისათვის თანმდევი დანართების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკური განხრით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 10 თებერვლის  ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების ოფიცერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru