www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი" აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

საკონკურსო ადგილები მიმართულებების (სპეციალობების) შესაბამისად:

** ბიზნესის ადმინისტრირება (საბუღალტრო აღრიცხვა): ერთი ასოცირებული პროფესორი; ერთი ასისტენტ-პროფესორი;
** ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი): ერთი ასოცირებული პროფესორი; ერთი ასისტენტ-პროფესორი;
** ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი): ერთი ასოცირებული პროფესორი; ერთი ასისტენტ-პროფესორი;
** ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები): ერთი ასოცირებული პროფესორი; ერთი ასისტენტ-პროფესორი;
** ტურიზმი: ერთი ასოცირებული პროფესორი; ორი ასისტენტ-პროფესორი;
** საერთაშორისო ურთიერთობები: ერთი ასოცირებული პროფესორი; ერთი ასისტენტ-პროფესორი;
** ჟურნალისტიკა: ერთი ასოცირებული პროფესორი; ერთი ასისტენტ-პროფესორი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დაწესებულებაში უნდა წარმოადგინოს:

** განცხადება (დადგენილი ფორმით);
** ანკეტა (დადგენილი ფორმით), ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** ერთი ფოტოსურათი, ზომით 3x4;
** შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლება ან/და სამეცნიერო ხარისხი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით);
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან/და შრომის წიგნაკის ასლი);
** გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია (ბოლო 10 წელი);
** წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში (კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობით ან პედაგოგიური საქმიანობის მიმართულებით) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პროფესიული გამოცდილების (გარდა პედაგოგიურისა) დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის ასლი ან/და ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

ასოცირებული პროფესორი აირჩევა 8 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადა განისაზღვრება 4 წლით.

კონკურსანტის მიერ ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, მიჩნეულ იქნება კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2019 წლის 28 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით, 11 საათიდან 18 საათამდე, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის №16 (მთავარი შემოსასვლელი ად. მიცკევიჩის 27ბ), მე-2 სართული, ოთახი - №208.

კონკურსის ვადები:

კონკურსი ცხადდება 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
კონკურსის მონაწილეთა საბუთების გადარჩევა და კონკურსანტთა შეფასება ჩატარდება 2019 წლის 31 იანვარს.
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 01 თებერვალს (გასაუბრების ზუსტი დრო კონკურსანტს ეცნობება დამატებით, კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე).
კონკურსში გამარჯვებულთა სია გამოქვეყნდება დაწესებულების ვებგვერდზე 2019 წლის 02 თებერვალს.
სააპელაციო განცხადებების მიიღება განხორციელდება 2019 წლის 05 თებერვლის ჩათვლით.
სააპელაციო განცხადებების განხილვა ჩატარდება 2019 წლის 06 თებერვალს.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 07 თებერვალს.

კონკურსში გამარჯვებული პირები შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ დაწესებულებაში 2019 წლის 08 თებერვალს, 11 საათიდან 18 საათამდე.

კონკურსი ჩატარდება "შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით მიღების წესი"ის შესაბამისად.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: https://www.geu.edu.ge/

საკონტაქტო პირი: ნინო ტურაბელიძე
ტელ.: (032) 2 36 85 63
ელ-ფოსტა: info@geu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru