www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: არტ ფარმა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

ფარმაცევტული კომპანია "არტ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ. თბილისში და რეგიონებში: იმერეთის, სამეგრელოს, კახეთისა და აჭარის რეგიონებში.

ფარმაცევტული კომპანია არტ ფარმა 2014 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია, გაზარდოს თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. "არტფარმა" საქართველოში წარმოადგენს წამყვან ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ შორის, ერთ-ერთ უმსხვილეს ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია "ვალმარკს", რომელსაც ოტის მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერი პოზიცია უკავია. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნასა და დამკვიდრებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** განვითარების ადაპტირების უნარი.

საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდადი ანაზღაურება და ბონუსური სისტემა;
სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილება მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება): vacancy@artpharma.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru