www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

ბუტიკის ტიპის სასტუმრო მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროს მარკეტინგული და გაყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
** სასტუმროს გამოცხადებული ფასების და ტურისტული კომპანიებისთვის შესათავაზებელი ფასების შემუშავება.
** განთავსების საიტების შევსება სასტუმროს შესახებ ინფორმაციით და ფოტოებით. პერიოდულად, საჭიროებისამებრ ინფორმაციის განახლება და ფასდაკლების აქციების განთავსება.
** სოციალურ მედიაში სასტუმროს შესახებ ინფორმაციის განთავსება და გახსნის პრომოუშენი;
** FB-ყველა სიახლის განთავსება; მომხმარებლის შეკითხვებზე თუ კომენტარებზე დაუყოვნებლივი რეაგირება; სასტუმროს სიახლეების რეკლამირება; ** მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქციების შემუშავება და განთავსება.
** ტურისტული სააგენტოებთან ურთიერთოაბა ინფო ტურების მოწყობა.
** სხვა პრომო აქციების განხორციელება

სტუმერებთან ურთიერთობა:

** მიღება-განაწილების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** ჯავშნების კონტროლი, როგორც განთავსების საიტებზე ისე მათგან დამოუკიდებელი ჯავშნების.
** სტუმრების დავალიანებების და დეპოზიტების ყოველდღიური კონტროლი
** სტუმრების პრეტენზიების და რჩევების გათვალისწინება და სწრაფი რეაგირება;
** სტუმართან არსებული პრობლემების სწრაფი აღმოფხვრა და სიტუაციიდან გამომდინარე სწორი რეაგირების მოხდენა;
** ტუმრისთვის სპეციალური ფასის შესთავაზება, მისი მოთხოვნის შესაბამისად;
** სტუმრისთვის მყუდრო გარემოს შექმნა.

სასტუმროს შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა:

** კადრების შერჩევა და დატრენინგება; სამუშაო განაკვეთის განსაზღვრა;
** ყოველთვიური უწყისების წარმოება და ხელფასების გაცემა;
** კადრების შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი(დასუფთავების სამსახურის, ადმინისტრატორის და დიასახლისის შესრულებული სამუშაო);
** თანამშრომლებისთვის სამუშაო ფორმის შერჩევა;
** შიდა ორგანიზაციული ქცევის ჩამოყალიბება;
** შესყიდვების ორგანიზება
** შესასყიდი პროდუქციის(ქიმიის, საკვები პროდუქტის, საკანცელარიო ნივთების,ჰიგიენური საშუალებების და სხვა) განსაზღვრა;
** მარაგების კონტროლი;
** შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალის გამზადება;
** შეკვეთების სისტემატიზირება;
** შემოსავლების და ხარჯების კონტროლი;
** სისტემატიზირებული კონტროლი შემოსავლების და გასავლების;
** შემოსავლების და ხარჯების შესახებ ყოველ დღიური და ყოველ თვიური რეპორტინგი დირექტორთან.
** შემოსავლის გატარების კონტროლი (სალარო აპარატი და ტერმინალი)(ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებზე უნდა მქონდეს ყოველ დღიური ინფორმაცია)
** ხარჯების დოკუმენტალური ასახვა(ზედნადებების გადმოგზავნის კონტროლი)საჭიროა ონლაინ წვდომა მქონდეს შპს ანგარიშზე , ამ ინფორმაციების კონტროლისთვის.
** სასტუმროს ტექნიკური მხარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა(ყველა პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე ზრუნვა)
** სასტუმროში არსებული რესურსის მდგომარეობის კონტროლი:
** ინვენტარის აღწერა და ყოველ კვარტალური კონტროლი(ცვეთის,დაზიანების, დაკარგვის, ხარჯვის) ;
** სასტუმროს თეთრეულის სამრეცხაოსთვის გადაცემისა და მიღების კონტროლი;
** სასტუმროში არსებული ტექნიკის გამართულობაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა

დაინტერესებულმა პირება გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: l.apriashvilI@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru