www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ტრეიდ მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"GDL - ჯიდიელი" ("საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა" ყოფილი "თელიანი თრეიდინგი") 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად "ჯიდიელის" პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მასშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტრეიდ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული მასალების დროულად შეკვეთა და მონიტორინგი;
** მარკეტინგული მასალების/ინვენტარის (მაცივარი, სტენდი, შელფტოკერი, ჩანთა და ლაითბოქსი და ა.შ.) , აღრიცხვა, დასაწყობება და კონტროლი;
** სარეკლამო საწყობში არსებული ნაშთის კონტროლი (მაცივარი, სტენდი, შელფტოკერი, ჩანთა და ა.შ.), პერიოდულად აღწერა, შედარება, სხვაობის გასწორება;
** სარეკლამო საწყობში არსებული ნივთების გაცემის ორგანიზება დადგენილი პროცედურით;
** მოთხოვნილი მასალების (მაცივარი, სტენდი,ა.შ.) მიტანის/დაბრუნების ორგანიზება ობიექტებიდან
** გაყიდვების დეპარტამენტის მიერ გამოწერილი სხვადასხვა სარეკლამო საშუალებების(ბანერი, სტიკერი, მენიუ) შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან და მზა საბეჭდ ფაილამდე მიყვანა.
** ყოველთვიური სამარკეტინგო გახარჯული ბიუჯეტის კონტროლი და გაგზავნა უშუალო ხელმძღვანელთან;
** ქსელში არსებული სარეკლამო საშულებების ბაზის შედგენა, ბრენდების მიხედვით;
** ყოველი თვის/კვარტლის ბოლოს სარეკლამო საშულებების ფოტო რეპორტის შედგენა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-აღსრულებაში მონაწილეობის მიღება (ივენთი, დიზაინი, აქცია);
** პრომო აქციების/პრომო გოგოების - დაგეგმარება/მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სადისტრიბუციო, ანდა კვების წარმოებაში მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე კონცენტრაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** წარმატების მიღწევის მოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი ტრეიდ მარკეტინგის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru