www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სიმეტრა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

კომპანია "სიმეტრა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია აწარმოებს და ყიდის სანიტარულ-ჰიგიენურ და საყოფაცხოვრებო ქიმიურ პროდუქციას "ორეი"-ს ბრენდის ქვეშ. კომპანია დაინტერესებულია წამყვან ჰიპერმარკეტებში, სუპერმარკეტებში, სხვა სავაჭრო ქსელებსა და სარეალიზაციო ობიექტებში საკუთარი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების და ასორტიმენტის ზრდაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ქსელებში და ობიექტებში გაყიდვების ყოველდღიური ანალიზი;
** რეალიზაციის გაზრდის გზების შეთავაზება და დაგეგმვა;
** თითოეული პროდუქტის მარჟინალურობის ანალიზი სავაჭრო ქსელის და ობიექტის მიხედვით;
** პროდუქციის შეთანხმებული პლანოგრამისა და უწყვეტობის გარანტირების მიზნით შეკვეთების ინიცირება, შეკვეთების ანალიზი;
** კომპანიის მიერ დამტკიცებული ახალი ასორტიმენტის პარტნიორის ქსელში სწრაფად და ეფექტურად დანერგვის და განთავსების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ქსელების და ობიექტების შესაბამის მენეჯერებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
** კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი მარკეტინგული კალენდრის შესაბამისად, ქსელებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი;
** კონკურენტული გარემოს და ბაზრის რეგულარული კვლევა, შედეგების ანალიზი;
** მერჩენდაიზერების გრაფიკის დადგენა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსხვილი სავაჭრო ქსელის გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვების სტრატეგიების ცოდნა;
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის და პრეზენტაციის ჩატარების უნარი ;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ენთუზიაზმი;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

მისამართი: თბილისი, ავჭალა, ანდრონიკაშვილის 29

ხელფასი შედგება ფიქსირებული და ცვლადი კომპონენტებისგან.
ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი + ცვლადი კომპონენტი ფიქსირებული ხელფასის 100%-მდე მიზნების მიღწევის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: info@orei.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru