www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: .NET დეველოპერი
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს ძირითადად კომპანიის ვებ პროდუქტების განვითარებაზე.

"Lemondo" დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია საქართველოში. კომპანიას შექმნილი აქვს არაერთი ვებ პროექტი როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის (TKT.GE, SAQME.GE, Domenebi.ge...) ასევე მსოფლიო ბაზრისთვის (მობილური აპლიკაციები, მობილური თამაშები, PS4 და ნინტენდო პლატფორმის თამაშები..).

სასიამოვნო, კომფორტული და მეგობრულ გუნდში ვეძებთ .NET დეველოპერს შემდეგი უნარებით:

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ აპლიკაციების (Back-end) შექმნა / განვითარება
** ახალი ვებ ტექნოლოგიების კვლევა-გამოყენება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** ვებ დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილება
** C# მაღალ დონეზე ცოდნა
** ASP.NET MVC ტექნოლოგიის ცოდნა
** რელაციური მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MSSQL)

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სასურველია):

** RESTful სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** .NET პლატფორმასთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ASP.NET MVC , C#, WCF);
** ASP.NET CORE
** JavaScript
** HTML5-ზე და CSS3-ზე მუშაობის საბაზისო გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევის უნარი
** განვითარების სურვილი

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00სთ დან 19:00სთ-მდე შაბათ-კვირის გარდა)
ანაზღაურება: 1,500 - 3,000 ლარი (+ დაზღვევა) გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს, რომლებთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com Subject-ად მიუთითეთ "Web Developer".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru