www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ ელექტრო-მექანიკოსი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "სტერეო +" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დიზელ-გენერატორების, ავტომატური გადამრთველი მოწყობილობის, გაგრილების სისტემის, დამატებითი საწვავის ავზების და მათი გაყვანილობის მონტაჟი.
** უწყვეტი კვების წყაროს (UPS)-ების და მათი გაგრილების სისტემის მონტაჟი.
** ობიექტებზე არსებული შენობა-ნაგებობების ელ-გაყვანილობის მონტაჟი.
** დიზელ-გენერატორების მომზადება ზამთრის რეჟიმისთვის, საწვავით უზრუნველყოფა.
** ძაბვის სტაბილიზატორების მონტაჟი.
** "სტერეო +"-ში არსებული აპარატურის (დატაცენტრის) ელექტრო ენერგიით მომარაგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია) მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილებით
** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად
** სასურველია ელექტრონიკის ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი უნარი
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

შენიშვნა: შპს "სტერეო +"-ს ანძა-კონსტრუქტორები განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს ხშირად მოუწევს სამსახურეობრივ მივლინებაში გასვლა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2019 წლის 31 იანვრამდე გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: contact@stereoplus.ge; განიხილება მხოლოდ ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნილი ავტობიოგრაფია (CV). შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru