www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადრეული განვითარების სპეციალისტი - გორი
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის (რეზერვი) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გორი

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი მეტყველების თერაპევტი ან ოკუპაციური თერაპევტი
** ადრეული განვითარების სპეციალისტის სერთიფიკატი
** ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ** ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება
** ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება
** შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით
** ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება
** ბავშვის პირადი საქმის წარმოება
** საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება
** ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში
** ბავშვის უფლებების ადვოკატირება
** სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან

ადრეული განვითარების სპეციალისტები მუშაობისას იხელმძღვანელებენ ორგანიზაციაში არსებული მეთოდოლოგიით.

მოთხოვნები:

** ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება
** ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა
** მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება
** ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** პროფესიული განვითარების სურვილი
** მიღწევის მაღალი მოტივაცია
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის პრინციპი
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** დროის კარგი მენეჯმენტი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მისამართზე: societybiliki@gmail.com და "subject" -ში მიუთითეთ "ადრეული განვითარების სპეციალისტის ვაკანსია".

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 20 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 0370 27 54 10



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru