www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ძრავის მექანიკოსი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ძრავის მექანიკოსის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტა"-ს ახალ დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსი"-ს შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის 6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისში შემოსულ ავტომობილებზე ძრავისა და ძრავთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირება და შეკეთება;
** "ტოიოტა"-ს ხარისხის სტანდარტების დაცვა სამუშაოების შესრულებისას;
** პირადი სამუშაო ინვენტარის მოვლა;
** სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
** უშუალო უფროსის დროული ინფორმირება შეფერხებებისა და დამატებითი სამუშაოების შესახებ;
** სერვისის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საავტომობილო სერვისის სფეროში;
** საავტომობილო სფეროს საფუძვლიანი ცოდნა;
** დროის მართვის გამოკვეთილი უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/258 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru