www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ლაიფ სტაილ ფიტნესი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

"ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბი", თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფიტნეს კლუბი, აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტების (საშხაპეების, გასახდელების, დარბაზის) დალაგება-დასუფთავება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების ჯეროვნად შესრულება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.

მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 25 წლიდან 60 წლამდე
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალური
** თავაზიანი
** ენერგიული
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი
** შენიშვნების მიღება და გათვალისწინება.

სამუშაო გრაფიკი: მონაცვლეობით - დილის 9:00სთ-დან 16:00 სთ-ის ჩათვლით და 16:00 სთ-დან 23:00 სთ-ის ჩათვლით.
ანაზღაურება: 350 ლარი + საწევრო პაკეტი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა წევრს ივარჯიშოს დარბაზში დროის შეზღუდვის გარეშე არასამუშაო საათებში.
სასურველია ცხოვრობდეს დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lifestyle.ge@yahoo.com

მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, მეფე მირიანის 37ა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru