www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - ზესტაფონი
მომწოდებელი: აგროტექსი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

შპს "აგროტექსი" წარმოადგენს ცხოველთა საკვების სადისტრიბუციო კომპანიას იმერეთის რეგიონში.

შპს "აგროტექსი" აცხადებს ვაკანსიას ზესტაფონის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა;
** მაღაზიაში ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
** სამუშაო პროცესების კონტროლი და თვალყურის დევნება;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების კოორდინირება-კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთებისა და გაყიდვების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე საქონლის გაყიდვების ორგანიზება და გაყიდვების მართვა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
** სასაქონლო მარაგების მაღაზიაში ეფექტურად წარმოჩენა, დაწყობა-დალაგება;
** ფასების მოწესრიგებულობისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში, შესაბამის სტანდარტულ ფასმაჩვენებელში;
** კლიენტთან წარმოშობილი პრობლემების მოგვარება;
** საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა მაღაზიაში არსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ვეტერინარიის განხრით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აპლიკანტს უნდა გააჩნდეს საგარანტიო უზრუნველყოფა - 25000 ლარის ოდენობით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ხელფასი: მინიმუმ 600 ლარის ოდენობით;
კონკურსის ეტაპები: საბუთების მიღება-შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე 2019 წლის 15 თებერვლამდე მისამართზე: ltdagrotex@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " მაღაზიის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru