www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კალატოზი - ვარშავა
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" (IOM) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთში. IOM ეხმარება შერჩეულ კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სავიზო მოსაკრებელი - 60 ევრო, სამოგზაურო-სამედიცინო დაზღვევა - 30 ლარი, სამგზავრო ბილეთი ერთი მიმართულებით - დაახ. 200-300 ლარი, ასევე სარეზერვო თანხა ანგარიშზე  - 400 ევრო) ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. განცხადებაში ასახულია დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დასაქმების დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით.

ვაკანსია:  კალატოზი
სამუშაო ადგილი:  ვარშავა, პოლონეთი

სამუშაოს აღწერა:

** შენობის კედლების აშენება აგურით, ქვით, ბეტონის ელემენტებით, გიფსით, კერამიკით და სხვა სამშენებლო მასალით;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა;
** ნარევისა და ბეტონის მომზადება;
** საყრდენი და მრავალფენიანი კედლების, საკვამურების, ტიხრების, ჭერის და სხვ. აშენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მოეთხოვება კალატოზად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3-5 წელი).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნები: უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი, ქრონიკული დაავადებების გარეშე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: კვირაში - 5 დღე; დღეში - 8 საათი (7-დან 16 საათამდე).
** შესვენება: დღეში 1 სთ.
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.
** ხელფასი: დარიცხული - 3500 პოლონური ზლოტი (დაახლოებით 900-950 აშშ დოლარი), კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
** საზეგანაკვეთო მუშაობა ანაზღაურდება ჩვეულებრივი ტარიფით.
** ხელფასის გადახდა: თვეში ერთხელ, სამუშაო თვის დადგენილ დროს, დამსაქმებელთან თარიღის შეთანხმების მიხედვით.
** სამუშაო ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით 2 წლამდე და მეტი ხანგრძლივობით.
** გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა.

სოციალური პირობები:

** საცხოვრებლით უზრუნველყოფა: საცხოვრებლის იჯარას ფარავს დამსაქმებელი, კომუნალურ გადასახადებს იხდის მომუშავე.   
** სამედიცინო დაზღვევა: გათვალისწინებულია სახელმწიფო დაზღვევა.

მომუშავისადმი წაყენებული მოთხოვნები:

** ასაკი: 30-დან 60 წლამდე.
** სქესი: მამრობითი
** უცხო ენა: რუსული ან პოლონური (საუბარი, კითხვა, წერა ელემენტარულ დონეზე).

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, რეზიუმე (CV) ფოტოთი ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამუშაო დღეებში 9-დან 17 საათამდე  შემდეგ ტელეფონზე: 577 43 46 44.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru