www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამსხვრევ-გადამამუშავებელი ქარხნის ოპერატორი - ხობი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" (www.primeconcrete.ge) აცხადებს ვაკანსიას სამსხვრევ-გადამამუშავებელი ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ხობი.

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხნის სამუშაო რეჟიმისთვის მომზადება
** ქარხნის გამართულ მდგომარეობაში მუშაობის მონიტორინგი
** ქარხნის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება
** წარმოების პროცესის უზრუნველყოფა
** დღის განმავლობაში გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით
** უზრუნველყოს ქარხნის სისუფთავე
** უზრუნველყოს ყველა საჭირო უსაფრთხოების ნორმის დაცვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
** უპირატესობა მიენიჭებათ ელექტრო-მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

საჭირო უნარები:

** ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** გამართული ანგარიშგების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge და "Subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru