www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" (CTH) აცხადებს ვაკანსიას იურისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან  წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში  გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA - რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას ყველა მიმართულებით; ასევე, გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში (Pegasus Airlines, Air Arabia);  GDM ეწევა ტურისტების შემოყვანას უცხოეთიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. შემოყვანილი ტურისტების რაოდენობით საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, იმყოფება ლიდერთა სამეულში. საოპერაციო ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ერევანში, ბაქოსა და ვლადიკავკაზში.

ძირითადი მოვალეობები: 

** ხელშეკრულებებისა და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა;
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემა თანამშრომლებისთვის;
** კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება.
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხით;
** მსგავსი მიმართულებით, იურისტად მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა
** აკადემიური წერის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV  გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cth.ge. აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV გამოგზავნეთ PDF ფორმატით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru