www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ორკესტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

"თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი" 1994 წელს დაარსდა და აგერ უკვე 24 წელია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის როგორც შინაარსობრივი, ასვე სტრუქტურული მხარე მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩვენთან დასაქმებას.

სკოლა აცხადებს ვაკანსიას ორკესტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (საბურთალო, თოფურიას #2.)

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-ორგანიზება საშუალო საფეხურის (5-8 კლასის) მოსწავლეებისათვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორკესტრის ხელმძღვანელობის უფლება განსაზღვრული ჰქონდეს დიპლომის მიხედვით
** ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (კონსერვატორია ან უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი, საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით)
** ჰქონდეს ანსამბლში დაკვრის გამოცდილება
** სასურველია ჰქონდეს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
** ჰოსპიტაციის გავლა ჩვენს სკოლაში

დამატებითი უნარები:

** პრობლემის იდენტიფიცირებისა და მყისიერი რეაგირების უნარი
** სტრესული სიტუაციების მართვა
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი
** სასურველია ფლობდეს რომელიმე საორკესტრო ინსტრუმენტს

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ: თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და ეფექტურად განსახორციელებლად.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: waldorfschule@waldorfschule.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru