www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ბელა დენტი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სტომატოლოგიური კლინიკა "ბელა დენტი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი- თბილისი მ.კოსტავას #72.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია პროფესიული განათლება სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Adobe (Illustrator, Photoshop, Indesign,);
** Business Manager და Ads Manager-ში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის უნარი;
** შემოქმედებითად ფიქრის უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელის გვერდების (Facebook, Instagram,) მართვა;
** სოციალური მედია კამპანიების მენეჯმენტი;
** რელევანტური კონტენტის დროული მოძიება და სოც. პლატფორმებზე გავრცელება;
** სოციალურ მედიაში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
** პოსტების შექმნა დიზაინერულ პროგრამებში, აწყობა დამუშავება ტექსტის დაწერა და დარეკლამირება
** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, აღსრულება და მონიტორინგი;
** კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;
** ვიდეო-ფოტო გადაღება/დამუშავება;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა შეკითხვებზე წერილობითი პასუხის გაცემა ოპტიმალურ დროში და საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელის ინფორმირებულობა;
** მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა;
** რეპორტინგი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hrbeladent@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ტელეფონი: +995 599 921 315



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru