www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - საპროცესო დოკუმენტების შედგენა - ადმინ. სამართალი
მომწოდებელი: ტრენინგების და მართვის საკონსულტაციო გუნდი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

2-3 მარტს TMCT გთავაზობთ კურსს "საპროცესო დოკუმენტების შედგენა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს".

კურსი აკრედიტებულია "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" მიერ (კურსის გავლის შემდეგ ადვოკატები მიიღებენ 10 კრედიტს).

კურსის მიზანია მონაწილეთათვის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტების შედგენის სწავლება, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას და სასამართლოში ეფექტურ წარმომადგენლობას.

კურსი განკუთვნილია ადვოკატებისთვის და იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

კურსის ექსპერტი: შოთა გეწაძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

კურსი მოიცავს შემდეგ აქტუალურ საკითხებს:

** სარჩელის შედგენა;
** შესაგებლის შედგენა;
** საპროცესო უზრუნველყოფა;
** შუამდგომლობა და შუალედური საპროცესო აქტები;
** სასამართლო გადაწყვეტილება;
** სააპელაციო საჩივარი;
** საკასაციო საჩივარი;
** კერძო საჩივარი;
** გადაწყვეტილების შემდგომი საპროცესო მოქმედებები.

მონაწილეებს სასწავლო კურსის მასალები მიეწოდებათ ელექტრონული ფორმით.

სწავლების მეთოდი - კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. გამოყენებული იქნება ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები!
კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი: კურსი მოიცავს 12 საათს (8 სესიას).

სწავლება ხორციელდება არასამუშაო დღეებში:

I დღე - 2 მარტი, 2019 (შაბათი/11:00- 17:00)
II დღე - 3 მარტი, 2019 (კვირა/11:00 - 17:00).

სასწავლო კურსის დეტალური პროგრამა  მონაწილეებს გაეგზავნებათ სწავლის დაწყების წინ.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ TMCT-ის სერტიფიკატი.

კურსის საფასური - კურსზე მონაწილეობის საფასური შეადგენს 290 ლარს.
მოქმედებს "თიბისი ბანკის" განვადება.

კურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, მ. ლერმონტოვის ქუჩა 10.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა  შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfmMwFquJ1Csww_Dq0H5zM7OiGEs614AxdyqMJBvJnqiwScAQ/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2019 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ:

დაგვირეკოთ (+995 577) 111 401; (+995 599) 686 901
ან მოგვწეროთ  companytmct@gmail.com
https://www.facebook.com/TMCT

კურსის დროს თქვენ გელოდებათ მყუდრო, კომფორტული და რაც მთავარია - მეგობრული გარემო. 

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს საპროცესო დოკუმენტების მაღალი სტანდარტით შედგენასთან დაკავშირებით  აიმაღლოთ კვალიფიკაცია და მიიღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები დარგის ექსპერტისგან/თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლისგან!

იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru