www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო აგენტი
მომწოდებელი: Georgia Royalty Management
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

კომპანია "Georgia Royalty Management" ხელს უწყობს შრომითი რესურსების სპარსეთის ყურის ქვეყნების კომპანიებთან დაკავშირებას. მისი პარტნიორი კომპანიები, ბელორუსში და აზერბაიჯანში, წარმატებით ახორციელებენ აღნიშნულ საქმიანობას. ჩვენი გუნდი მიზნად ისახავს, კატარში, ბაჰრეინში, გაერთიანებულ საემიროებში და ქუვეითში, ქართველებისათვის სამუშაო ადგილების მოძიებაში დახმარებას და ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ბაზრის შეთავაზებას.

"Georgia Royalty Management" აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბესიკის #4
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი  და გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიის შეთავაზების წარდგენა შესაბამის დაწესებულებებში
** საინფორმაციო ბროშურების დარიგება
** კომპანიის ანკეტის შევსება კლიენტების დემოგრაფიული მონაცემების და სამუშაო გამოცდილების შესახებ
** აღნიშნული მონაცემების მოწესრიგება, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა გაყიდვების მენეჯერისათვის.

მოთხოვნა კანდიდატების მიმართ: 

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@groyality.com (გთხოვთ, თემის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება). 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru