www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბანკის მოლარე-ოპერატორის მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: ბიზნეს აკადემია
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

ბიზნეს აკადემია აცხადებს მიღებას ბანკის მოლარე-ოპერატორის პოზიციისთვის მოსამზადებელ კურსზე.

მოსამზადებელი კურსი დაიგეგმა ივლისი-აგვისტოს თვის ვაკანსიებისთვის.

მომზადება მიმდინარეობს თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების სტანდარტების დაცვით. მოსამზადებელ კურსზე მიიღებიან მხოლოდ და მხოლოდ ის პირები, ვინც გეგმავენ საბანკო სექტორში სალარო-საოპერაციო განყოფილებებში მუშაობა. ბიზნეს აკადემიაში ეს არის ერთადერთი სასწავლო ცენტრი საქართველოს ბაზარზე, სადაც დანერგილია თიბისი ბანკის პროგრამა ALTA (software) B 6.

ჩვენს მიერ გადამზადებული მსმენელების 80% კომერციულ ბანკებში იკავებენ შემდეგ პოზიციებს:

1. მსმენელების 40% -თიბისი ბანკი

** მოლარე/მოლარე-ოპერატორი
** უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
** გაყიდვების კონსულტანტი
** ადმინისტრატორი
** ქოლ-ცენტრის ოპერატორი
** ბექ-ოფისის თანამშრომელი ( დამწყები)
** განვადების მენეჯერი

2. მსმენელების 30%- საქართველოს ბანკში:

** Express მოლარე-ოპერატორი
** უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
** სატელეფონო ცენტრი ოპერატორი
** განვადების მენეჯერი

(თი-ბი-სი ბანკის და ბანკი რესპუბლიკას გაერთიანების პროცესში ბიზნეს აკადემიაში 200-მდე დამწყები მოლარე-ოპერატორი და ოპერატორი მოამზადა და კვალიფიკაცია გაიარა).

მოსამზადებელ კურსზე მსმენელები პარალელურად გაივლიან საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის ჯგუფურ გასაუბრებებზე არსებულ ყველა ქეისს.

ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციისთვის მოსამზადებელი პროგრამის მოკლე მიმოხილვა:

** სალარო /საოპერაციო დღის გახსნა
** ფიზიკური პირების მომსახურება
** ყველა საბანკო ანგარიში: მიმდინარეო, მულტისავალუტო/საბარათე ანგარიშების გახსნა, სერვისების ჩართვა და საბანკო ოპერაციების შესრულება
** ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება
** შეგროვების ოპერაციები ანგარიშებზე
** საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო თანხების გადარიცხვები
** იურიდიული პირის ანგარიშების გახსნა
** იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაღდი და უნაღდო ოპერაციები
** საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემა-რეგისტრაცია
** საფულე ჩეკის წიგნაკით თანხების გაცემა
** საანაბრე ანგარიშების გახსნა, კონკრეტული მიზნობრიობის მქონე ანგარიშები
** ფასიანი ქაღალდები
** საბანკო გადარიცხვები ქვეყნის შიგნით
** გადარიცხვები ქვეყნის გარეთ
** 55 დღიანი საკრედიტო ბარათზე ლიმიტის განსაზღვრა/დამტკიცება/გაცემა
** 55 დღიანი საკრედიტო ბარათის %-ის დათვლა
** საბუთების ფორმირება
** დებეტური მემორიალური ორდერით, კლიენტის ანგარიშიდან საკომისიოების ჩამოჭრა
** დიჯიპასის საკომისიო/გატარება
** ბიზნეს ბარათის საკომისიო/ გატარება
** ყველა საბანკო ტრანზაქცია, რომელიც ბანკის ფიზიკური თუ იურიდიული პირის ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობაა

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და რეკომენდაცია. კურსის დასრულებამდე თითოეული მსმენელის რეზიუმე რეკომენდაციით გადაიგზავნება ძირითად კომერციულ ბანკებში. კურსს უხელმძღვანელებს, საბანკო სექტორში 10 წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი.

მოსამზადებელი კურსი-სტაჟირებით ხანგრძლივობაა 3 კვირამდე.
მოსამზადებელი ლექციები ჩატარდება კვირაში 4-ჯერ

ლექციის ხანგრძლივობა-2 სთ (აკადემიური საათი)
ერთი შეხვედრა = ორი ლექცია.
კურსის ღირებულება - 295 ლარი.
თანხის გადახდა II ლექციისთვის.

კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს:

** ნაკადი N1- 11:30სთ
** ნაკადი N2- 13:30 სთ

კურსის დაწყების თარიღი იხ. ჩვენს facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი ბანკში წარსადგენად.

სავაკანსიოდ მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერი განათლების მქონე პირს 33 წლამდე (საშუალო განათლების მქონე პირების გარდა).

სავაკანსიო მოსამზადებელ ეტაპზე რეგისტრაციისთვის გადმოაგზავნეთ რეზიუმე (СV) მისამართზე HRBacademy@gmail.com; კურსის დასახელებაში მიუთითეთ " ბანკის მოლარე-ოპერატორი და ნაკადი N". დატეგისტრირებული მსმენელი მიიღებს 24 სთ-ში ელ.შეტყობინებას, ხოლო კურსის დაწყებამდე ერთი დღით ადრე SMS შეტყობინებას.

მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს 100%-მდე დასაქმების პერსპექტივას.

"ბიზნეს სკოლა და აკადემია"
საკონტაქტო ტელეფონი:მენეჯერი: +995 598 77 85 82
მისამართი: მარჯანიშვილის N21, მე-4 სართული,N 15



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru