www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი

ადგილმდებარეობა: თბილისი.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები. (ჩაითვლება უპირატესად)

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** უცხო ენების ცოდნა - რუსული, ინგლისური სასურველია
** პროგრამა Fina-სთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

**  წარმოებული ფინანსური ოპერაციების სწორად ასახვა;
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე მუშაობა;
** სასაქონლო დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოება;
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა;
** სავაჭრო აგენტებისგან შეკვეთების მიღება და დამუშავება;
** მიღებული შეკვეთის პროგრამაში ასახვა, რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტირება;
** ზედნადებების ატვირთვა;
** აქტიური ზედნადებების დასრულება;
** კონტრაგენტების შექმნა;
** პროგრამულად გადაადგილებისა და შეკვეთების გაკეთება;
** მიღება-ჩაბარების აქტის გამოწერა.

დანტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება - "მოლარე-ოპერატორი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru