www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრო-ტექნიკოსი
მომწოდებელი: Flexsecure
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

შპს "Flexsecure"-ს ესაჭიროება მაღალკვალიფიცირებული პერსონალი ელექტრო-ტექნიკოსის (მემონტაჟე) თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო სადენების) ხარისხიანი მონტაჟი;
** საჭიროებისამებრ შეაკეთოს დაზიანებული მოწყობილობები;
** განახორციელოს მოწყობილობების ხარისხის და ფუნქციონალობის კონტროლი;
** შეასრულოს სისტემების პროგრამირება;
** მოახდინოს აღწერა ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
** მოახდინოს ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები;

განათლება და გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო განხრით;
** სუსტ დენებზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის (წერით, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული ადამიანი, გუნდური მუშაობის უნარით;

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი;
ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00;
ანაზღაურება - 800 ლარი
შერჩეული კანდიდატი გაივლის 21 - დღიან საგამოცდო ვადას.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ/ინგლისურ ენაზე მისამართზე: info@flexsecure.ge და გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

CV-ის მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru