www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება/ანგარიშგების მომზადება;
** ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
** მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება;
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების/ბიუჯეტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში);
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის და დაცვის უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის/საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება
** სტრესის მართვის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru