www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მენეჯერი - ფოთი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / განცხადების ვადა: 22 თებერვალი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე ფოთში.

ვაკანსიის კოდი:TGM0000265
ადგილმდებარეობა: ფოთი
ორგანიზაცია: თეგეტა მოტორსი
მოქმედების ვადა: 22 თებერვალი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი ავტო სფეროში.
** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი.
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - საშუალო

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პრობლემების მოგვარების უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** Ms Office - ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** სერვისის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და შეფერხებების, პრობლემატურ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** მომხმარებლის მიღების პროცედურის მონიტორინგი;
** სერვისის ბოქსების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა (მასალები, მექანიკოსების მზადყოფნა პროცესის დასაწყებად);
** სერვისისთვის სახარჯი/დამხმარე მასალების მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ, დროული შეკვეთების განხორციელება ან ტრანსპორტირება სხვა ფილიალიდან;
** სერვისის დანადგარების გამართულობის კონტროლი და საჭიროებისამებრ, შეკეთების მოთხოვნის ფორმირება;
** მომხმარებელთან ურთიერთობა არასტანდარტული სერვისის საჭიროების პროცესში- ავტომობილის პრობლემის ახსნა, საჭირო სამუშაოების დეფინიცია, კონსულტაციის გაწევა ხარისხიანი მომსახურების მიზნით;
** რეკლამაციების განხილვა, მომხმარებლის უკმაყოფილების მიზეზის დადგენა, პრობლემატური საკითხის მოგვარება;
** ერთჯერადად მოსულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და კომპანიის გრძელვადიანი მომსახურების შეთავაზება;
** საჭიროებისამებრ, სატენდერო წინადადებაში მონაწილეობის მიღება სერვისის ტარიფების დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/265



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru