www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი აპლიკაცია აგრონავტში ფუნქციონალის დამატებაზე
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
თანდართული ფაილი: agronavti.zip
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / განცხადების ვადა: 31 მაისი

მობილური აპლიკაცია "აგრონავტი" 2017 წელს ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. აპლიკაცია არის მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა, რაც ფერმერს მის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაღების ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების საშუალებას აძლევს.

აპლიკაცია "აგრონავტში" დაგეგმილია დამატებითი სექციების ჩაშენება, რომელიც თავსებადი უნდა იყოს მიმდინარე პროექტთან, შესაბამისად, საჭიროა მიმდინარე კოდზე ახალი ფუნქციონალის დაშენება. პროექტი შედგება 4 (ოთხი) ძირითადი კომპონენტისგან:

** IOS მიმართულება (შემუშავებულია "SWIFT"-ში)
** Android მიმართულება (შემუშავებულია "Java"- ში)
** ბექენდ ნაწილი (შემუშავებულია "PHP"- ში)
** ადმინისტრაციული პანელი (შემუშავებულია "PHP/Javascript/HTML"-ში)

ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგი მიმართულებებით:

** ჩანაწერების წარმოების ფუნქციონალის დამატება - აგრო ჩანაწერების სამართავი პანელი, მოდულის საშუალებით მომხმარებელს უნდა ქონდეს ჩანაწერების დამატების, წაშლისა და რედაქტირების საშუალება. ჩანაწერის დამატებისას უნდა გამოიყენებოდეს 3 ნაბიჯიანი "step-by-step" ტიპის მოქნილი ფორმა ველებით: დროისა და თარიღის ველი, ბაზაში არსებული პესტიციდების სიის "drop down" ველი და ძებნის ფუნქციის გამოყენებით (დროპდაუნ ველის კორექტირების შესაძლებლობის განთვალისწინებით შესაბამისობაში უახლეს კანონმდებლობასთან), მავნებლის/დაავადების "selective button-ი" რის მიხედვითაც ბაზიდან წამოვა შესაბამისად მავნებლების თუ დაავადებების სია, ადგილისა და რიგების ნომრის ველი, ფართობისა და გამოყენებული პესტიციდის რაოდენობის ველები, გამოყენებული ხელსაწყოს ველი, ამინდის "selective" ველი. შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით აპლიკაცია ბექგრაუნდზე დააგენერირების ლოდინის პერიოდის დღეების რაოდენობასა და სხვა შესაბამის ინფორმაციას;
** მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) ფუნქციონალის დამატება - აპლიკაციას უნდა დაემატოს სარჩევი და ძებნის ფუნქციონალი, სადაც განთავსებული იქნება მინიმუმ 100 გაიდლაინი სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებების შესახებ. ასევე ინფორმაცია მათთან ბრძოლის მეთოდოლოგიასა და საშუალებებზე.
** სურათის გაზიარებისა და უკუკავშირის მიღების ფუნქციონალი - აპლიკაციას უნდა დაემატოს ფოტოს გაზიარების ფუნქციონალი, ფერმერს უნდა შეეძლოს დაავადებული მცენარის ფოტოს გაზიარება ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს დაავადების/მავნებლის იდენტიფიცირება და შესაბამისი კონსულტაციის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტის დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ტექნიკური კონსულტაციის გაწევა.

მომსახურებების გაწევა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. ხოლო დატესტვისა და ვალიდაციის ფაზები დასრულდეს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია:

წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები უნდა მოიცავდეს ყველა მიმართულებას და პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ყველა ჩამოთვლილი მომსახურების დროულად გაწევა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru