www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

ორგანიზაცია "EL+" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 600 ლარიდან.

სამუშაოს აღწერილობა:

** დაწესებულების დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება და მოწესრიგება-სისტემატიზაცია;
** კომუნიკაცია სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ;
** კორესპონდენციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
** საერთაშორისო ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება (ვიზები, ბარათები და ა.შ.);
** სხვადასხვა დონის შეხვედრების მომზადება-მოწყობა;
** მდივნის ფუნქციის შეთავსება;
** ფინანსური მენეჯერის მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის ხარჯთეფექტურობის საკითხებზე მუშაობა;
** ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა;
** მასმედიასთან ურთიერთობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერის ცოდნა (MS Word, Excel, ინტერნეტი);
** რუსული/ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

სავალდებულო თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** საქმისადმი ერთგული.
** პასუხისმგებლიანი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.elplus.tech@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru