www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მართვის სისტემების სპეციალისტი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 8000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

ძირითადი ოპერაციების გასაძლიერებლად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მართვის სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის ზოგადი აღწერილობა: თქვენი მოვალეობა იქნება საწარმოო ავტომატიზაციის და მართვის სისტემების დაპროექტება, ინსტალაცია, გაშვება და გამართვა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო ავტომატიზაციის და მართვის სისტემების მონტაჟი;
** მართვის კარადების აწყობა შესაბამისი ნახაზების მიხედვით;
** ნორმატიული დოკუმენტაციების ცოდნა;
** დიდი და მცირე ობიექტებისთვის პროექტირება AutoCAD-ში, Eplan-ში. სისტემების აღწერილობის, სტრუქტურული სქემების, ტექნიკური მონაცემებისა და სპეციფიკაციების მომზადება;
** ძირითადი მწარმოებლების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** სხვადასხვა ელექტრო აღჭურვილობის ანალიზი, პროექტის მოთხოვნების და ბიუჯეტის შესაბამისი აღჭურვილობის არჩევა;
** სისტემების მოთხოვნების, სამუშაოთა მოცულობის, სპეციფიკაციების შეთანხმება დამკვეთთან; საჭიროებისამებრ, შეუსაბამობების აღმოფხვრა;
** კომპანიის განყოფილებებსა და ელექტრო-ინჟინრების ჯგუფს შორის ინფორმაციის მიმოცვლის უზრუნველყოფა.
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა საჭირო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** AutoCAD, E-plan პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, დროის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ?!

პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობებთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ და სტაბილურ სამუშაო გარემოს. ჩვენ ვახორციელებთ საინტერესო გუნდურ აქტივობებს, ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებებს და ერთად ვქმნით დადებით და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს.

** კორპორატიული დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** მივლინების შემთხვევაში, კომპანიის ავტომანქანა, საწვავი და საცხოვრებელი ადგილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru