www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქონების შემფასებელი
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 25 მარტი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", "EuraAudit International"-ის წევრი საქართველოში (http://www.agconsulting.ge), აცხადებს ვაკანსიას ქონების შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: არასრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, საინჟინრო სფეროში მიმართულებით
** მოძრავი/უძრავი ქონების სერთიფიცირებული შემფასებლის სერთიფიკატი, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატები
** უძრავი ქონების სფეროში, უძრავი ქონების გაყიდვებში ან სამშენებლო საინჟინრო მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული

სამუშაოს აღწერა:

** მოძრავი და უძრავი ქონების ინსპექტირება, ქონების ადგილმდებარეობისა და მახასიათებლების ანალიზი
** მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით და მისი საბაზრო ფასის დადგენა
** შეფასების შედეგების ანგარიშების მომზადება და ანალიზი
** ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების გამოყენებით

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agconsulting.ge 2019 წლის 25 მარტამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "ქონების შემფასებელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru