www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული ხელმძღვანელი - ქუთაისი
მომწოდებელი: ფარმაცევტული სახლი+
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

ფარმაცევტული კომპანია "ფარმაცევტული სახლი+" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონული ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქუთაისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (დამატებით, მენეჯმენტსა და ლიდერობაში მიღებული განათლება/ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად)
** ანალოგიურ პოზიციაზე ან რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (აუცილებელია)

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა ,დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტიმულირება, გუნდის მართვა, მოტივირება, ყოველდღიური რეპორტინგი;
** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** იმერეთის, აჭარის და სამეგრელოს მიმართულებით ყოველკვირეული ორმაგი და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
** შუალედურ მომხმარებლებთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა; ახალი კლიენტების მოძიება;
** პორტფოლიოში არსებულ პროდუქტებზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესრულება გაყიდვების პერსონალთან ერთად;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
** ფარმაცევტულ სფეროში კომპანიის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი (ავტომობილი, კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა)
** სამუშაო მოიცავს სრულ განაკვეთს: 10.00-18.00 საათამდე.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება-"დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru