www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფართოფორმატიანი დანადგარების მბეჭდავი
მომწოდებელი: პრინტარეა
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

პალიტრა მედია ჰოლდინგი-ს წევრი სარეკლამო კომპანია "პრინტარეა" აცხადებს ვაკანსიას ფართოფორმატიანი დანადგარების მბეჭდავის პოზიციაზე.

"პრინტარეა" 2010 წლიდან სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას უწევს მომხმარებლებს: ონლაინ, ციფრული და ფართოფორმატიანი ბეჭდვა, პრომო მასალების ბრენდირება, გრავირება, ტექსტილზე ბეჭდვა, მყარ ზედაპირზე ბეჭდვა და კრეატიული დიზაინი. პრინტარეას წარმატებას სარეკლამო მომსახურების ბაზარზე განაპირობებს კვალიფიციური პერსონალი, მუდმივად განახლებადი ტექნიკა და უახლესი დანადგარები. ჩვენი ვბეჭდავთ უმაღლესი ხარისხით მასალაზე, რაც მთავარია, უმოკლეს ვადაში.

მოვალეობები:

** საბეჭდი ფაილის მიღება და საბეჭდად მომზადება;
** ბეჭდვის პროცესში ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფართობორმატიან საბეჭდ/სასერ დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Corel Draw, Photoshop, Illustrator.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00; შაბათი: 11:00-19:00
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქ. #42

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს:
http://hr.palitra.ge/vacancy/0xa5d8005056a2625311e9035d49b1f58b ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 595 99 29 27

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru