www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ტურიზმისა და მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
** სოციალურ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური პლატფორმების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ საფეხური B1- Upper intermediate);
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა;
** სოციალური ქსელების მართვა და სოც. კამპანიების წარმოება;
** გაყიდვების გაუმჯობესება;
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია;
** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში არსებული ტენდენციების შესწავლა;
** ბაზრისა და მომხმარებლების საჭიროების ანალიზი.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებთან, სატელეფონო ზარები არ მიიღება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru