www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი - იყალთო
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფელი იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასტუმროს მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ საფეხური B1- Upper intermediate) ;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** დეპარტამენტების ყოველდღიური მონიტორინგი - საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** მომხმარებლის კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
** თანამშრომლების შერჩევის და ადაპტაციის პროცესში საჭიროებისამებრ ჩართულობა;
** საქმიანობის შესახებ რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან;
** მომხმარებლის საჭიროებებზე დროული რეაგირება;
** მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებთან, სატელეფონო ზარები არ მიიღება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru