www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბულდოზერის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა რენტალს
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"თეგეტა რენტალს" აცხადებს ვაკანსიას ბულდოზერის ოპერატორის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000266
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სპეც. ტექნიკა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი მსგავსი მიმართულებით
** განათლება: მსგავსი მიმართულებით პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად 
** ენების ცოდნა: ქართული - კარგი.

უნარები:

** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ტექნიკის (ბულდოზერის) ოპერირების უნარი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - S კატეგორია;
** ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების უნარი;
** ტექნიკის მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულების უნარი;
** ტრენინგები და კვალიფიკაცია: ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ტრენინგი; ტექნიკური უსაფრთხოების ტრენინგი.

სამუშაოს აღწერა:

** ბულდოზერის ოპერატორი პასუხისმგებელია მიმაგრებული ტექნიკის მოვლა-პატრონობაზე და ვალდებულია, შეასრულოს დამქირავებლის მითითებები კომპეტენციის ფარგლებში;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულებამდე,  ბულდოზერის ყოველდღიური მომსახურების ჩატარება. (ძრავის ზეთის დონის შემოწმება, გამაგრილებელი სითხის დონის შემოწმება, საწვავის სისტემაში არსებული მდგომარეობის ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში წყლის სალექარი ფილტრებიდან წყლის ჩამოცლა და სახელმძღვანელოთი გაწერილი სხვა სამუშაოების შესრულება);
** ბულდოზერის ოპერირება - სამშენებლო ობიექტზე ქვაბულის მოსწორება, საგზაო სამუშაოების შესრულება, სხვადასხვა ნაშალი ტვირთვის გადატანა/გაშლა/მოგორვება, მთების დატერასება, გრუნტის მოსწორება და ა.შ;
** სამუშაო დღის დასრულებისას, ტექნიკის გადაყვანა სადგომზე და შესაბამისი ზომების მიღება მისი არაკანონიერი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით (ავტომანქანის სალონის დაკეტვა; ხელსაწყოების უსაფრთხოდ დაფიქსირება/დაკეტვა).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/266? და შეავსეთ აპლიკაცია.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 თებერვალი, 2019 წ.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru