www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი - მცხეთა
მომწოდებელი: ინვეტი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 18 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. "ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

ვეტერინარული კომპანია "ინვეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ტრანსპორტით სამუშაო ადგილამდე მიყვანას)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 900-დან 1200 ლარამდე
კვება: კვება კომპანიის ხარჯზე

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი მარშრუტებით და პერიოდულობით დილერებთან მისვლა და დაკვეთების, შესაბამისი პროდუქტების დატოვება მათთვის;
** შესაბამისი დეპარტამენტის მიერ გამზადებული შეკვეთების ადგილზე მიტანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ქონა - 2 ღერძიანი 4 ტონამდე ტვირთამწეობით - აუცილებელია;
** მართვის მოწმობა B კატეგორია - აუცილებელია;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე: hr@invet.ge არაუგვიანეს 2019 წლის 28 თებერვლისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასათვალისწინებელია: გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ კუთვნილი ავტომობილის მოდელი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru