www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - რეგიონები
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

"მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმოგიდგენთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს კონკურენტული პირობებით. "მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტიპის მენეჯმენტით და ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე, ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო დეპარტამენტში, საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში და ქ. გორში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება;
** სესხის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა;
** პორტფელის მართვა/მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით.
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის და ქალაქის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 თებერვალი.

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია მადლობა გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru