www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბ დიზაინი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

"ბ დიზაინი" (http://www.bdesigne.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ბაზრის ახალი სეგმენტის შესწავლა, ათვისება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების, აქციების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
** რეპორტინგი;
** შეკვეთების მიღება-დამუშავება-შეთავაზება.
** გარე გაყიდვების გუნდის შექმნა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი სფერო: ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები ან მარკეტინგი )
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მართვის კუთხით;
** გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენების: ინგლისური და რუსულის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** სარეკომენდაციო წერილი.
** ასაკი: 25 დან 50 წლამდე
** სქესი: ნებისმიერი
** კორპორატიული კლიენტების საკუთარი ბაზის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი - თავისუფალი;
** ანაზღაურება - გეგმიური 3000 ლარიდან 5000 ლარამდე.

აუცილბელია გასაუბრების შემდგომ სამოქმედო გეგმის წარდგენა 1 კვირის ვადაში და 2 ფოტო სურათი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: cvbdesigne@gmail.com და სათაურში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 555 707200; +995 32 2040200.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru