www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მმართველი - ზუგდიდი, გორი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

"მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმოგიდგენთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს კონკურენტული პირობებით. "მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტიპის მენეჯმენტით და ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე, ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო დეპარტამენტში, ფილიალის მმართველის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში და ქ. გორში.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საკრედიტო მიმართულების დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** კომპანიაში დადგენილი პროცესებისა და პროცედურების შესრულების კონტროლი;
** შიდა საკრედიტო კომიტეტის წარმართვა და რისკების შეფასება;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხისა და ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
** საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში - მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში საქმიანობის და პროდუქტების ცოდნა;
** ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული რეგულაციების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრიზისულ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის და ქალაქის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 თებერვალი.

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru