www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი - იყალთო
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტში, ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (B1- Upper intermediate) ;
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განათლება სასტუმროს მართვის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაწერის პროცედურების განხორციელება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისთვის Room Service მომსახურების გაწევა;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროსა და მისი სერვისების შესახებ;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ელექტრონული კორესპონდენციის წარმოება;
** სტუმრების პრეტენზიებისა და რჩევების გათვალისწინება და დროული რეაგირება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** ყოველდღიური რეპორტინგი.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებთან, სატელეფონო ზარები არ მიიღება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru