www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი-პრისელერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სადისტრიბუციო კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის/პრისელერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სავალდებულო მოთხოვნები:

** ფინანსური პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად, სავაჭრო ობიექტებიდან, რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხების კომპანიის სალაროში შემოტანის გარანტია (ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, უძრავი ქონება.)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით - მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა;
** პრეტენდენტის ასაკი 20-27 წელი, მამაკაცი.
** თბილისის ქუჩების/მისამართების, ზედმიწევნით ცოდნა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ბუღალტრულ საბუთებთან მუშაობის გამოცდილება: ელექტრონული ზედნადები, სალაროს აპარატი;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია.

უფლება მოვალეობები:

** წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება;
** საქონლის შეთავაზება სავაჭრო ობიექტებისთვის;
** სავაჭრო ობიექტისთვის ოპტიმალური შეკვეთის უზრუნველყოფა;
** თაროებზე განთავსებული საქონლის შესწორება და განთავსების მუდმივი კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქტებზე;
** საქონლის უკან დაბრუნება ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში;
** შემკვეთებისგან თანხების მიღება და სალაროს ჩეკის მიწოდება;
** პერიოდული სპეციალური დავალებების შესრულება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით მისამართზე: hr@kanti.ge. ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველად ინფორმაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru