www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბოდილაინი
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ბოდილაინი" 2009 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ლაზერული ეპილაციის, კოსმეტოლოგიისა და სხვა ესთეტიკური პროცედურების დარგში. კომპანიის მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურება სამედიცინო ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების საშუალებით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: http://bodyline.ge

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ბოდილაინი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ მედიაში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, საკომუნიკაციო გეგმის შესაბამისად რელევანტური, მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა
** Facebook, Instagram, მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა, გვერდების პოპულარიზაცია
** ციფრული მედიის არხებში სარეკლამო კამპანიების, ბიუჯეტირება, მონიტორინგი, სტატისტიკის წარმოება და რეპორტინგი

სამუშაო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** ვიზუალური მასალის გადაღება, დამუშავება, გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
** SEO (search engine optimization)-თან მუშაობის უნარები და გამოცდილება.

სამუშაო განაკვეთი: არასრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV-ფოტოსურათით მისამართზე: anano@bodylinetbilisi.com და სათაურის ველში (subject-ში ) გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru