www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ თრანს ნეთვორქი
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სატრანსპორტო ექსპედიტორული კომპანია "გლობალ თრანს ნეთვორქი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა და ახალი პარტნიორების მოძიება;
** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** გაყიდვების მენეჯერების მიერ მიწოდებული შეკითხვების დროული და ეფექტური დამუშავება;
** მიმდინარე გადაზიდვების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
** გაყიდვების გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთან ერთად გუნდური მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით);
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვის უნარი;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. წამებულის 41
სამუშაო საათები:  10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 1000 ლარი დასარიცხი + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულად, თანდართული ფოტოსურათით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@gtnetwork.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru