www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: გოლდმედი
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

"გოლდმედი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. იურისტი

სამუშაოს აღწერა:

** დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელი, შესაგებელი და ა.შ);
** საქმისწარმოების განხორციელება სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

2. ოპერატორი

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** უცხო ენების ცოდნა - რუსული, ინგლისური სასურველია
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებული ფინანსური ოპერაციების სწორად ასახვა;
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე მუშაობა;
** სასაქონლო დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოება;
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა;
** სავაჭრო აგენტებისგან შეკვეთების მიღება და დამუშავება;
** მიღებული შეკვეთის პროგრამაში ასახვა, რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტირება;
** ზედნადებების ატვირთვა;
** აქტიური ზედნადებების დასრულება;
** კონტრაგენტების შექმნა;
** პროგრამულად გადაადგილებისა და შეკვეთების გაკეთება;
** მიღება-ჩაბარების აქტის გამოწერა.

3. საწყობის თანამშრომელი (კაცი, ქალი)

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

4. საწყობის გამგე

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების აგროვება
** საქონლის მიღება, დასაწყობება;
** აღრიცხვა, ანგარიშგება.

აუცილებელი მოთხოვნები: ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა;
** პუნქტუალობა;

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე goldmedi2019@gmail.com ან დაგვიკავშირდი 558 995 075

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru