www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

კომპანია "ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 1997 წელს და მას შემდეგ წამყვანი ადგილი უჭირავს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა და სასარგებლო, ქვევრის ღვინის წარმოება. კომპანიას ასევე აქვს მყუდრო და ოჯახური სასტუმრო კახეთში, კერძოდ ნაფარეულში.

მდებარეობა : თბილისი
სამუშაო გრაფიკი : სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ერთი სამუშაო დღე 20 ლარი + ბონუსები გაყიდვების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა;
** სალაროს მართვა;
** არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი, გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დარწმუნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ გუნდურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: cellarvacancy@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru