www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტი - ქუთაისი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

კომპანია "მოგო" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი.
საქმიანობის არეალი: დასავლეთი საქართველო.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსური სისტემა.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; 
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა, სასამართლოში;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენა/განხილვა;
** საჭიროებისამებრ, სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
** სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნის მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1.5 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული მიმართულებით);
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული/ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru